Back

სხეულის ფორმების მოდელირება

EMSCULPT NEO უახლესი, ინოვაციური და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც ერთდროულად იყენებს უნიკალურ სინქრონიზებულ RF (ბიპოლარული რადიოსიხშირე) და HIFEM+ (მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებადი ელექტრომაგნიტური ენერგია) სხეულის კომპლექსური კორექციისთვის.

აპარატის უპირატესობებია:

  • არასასურველი ცხიმის მოშორება
  • კუნთოვანის მასის გაზრდა
  • სხეულის ფორმების მოდელირება
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესება

EMSCULPT NEO-ს პროცედურა უმტკივნეულოა და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები ან პოსტ-პროცედურული შეზღუდვები. პროცედურის ჩასატარებლად არ გამოიყენება საანესთეზიო საშუალებები და არ საჭიროებს დამატებით მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთია და ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული კუნთის შეკუმშვების ჯამური რაოდენობა 20 000 / 24 000 პრესის და/ ან ჩაჯდომის ეკვივალენტურია.

ზონები: მუცელი, მკლავები (შიდა/გარე ზედაპირი), წვივები, დუნდულები, ბარძაყები (წინა, უკანა, გვერდითი, შიდა ზედაპირები).

პროცედურის ერთი სრული კურსი შეესაბამება კვალიფიციური ტრენერის მიერ შედგენილ 12-16 კვირიან უმკაცრეს პროგრამას, პროცედურის დროს ხდება კუნთთა სრული ჯგუფის თანაბარი და ინტენსიური რემოდელირება.

ჩვენი კლინიკის მაღალი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ექიმები თითოეულ პაციენტს პროტოკოლის მკაცრი დაცვით და ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებულ პროგრამას სთავაზობენ. როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა აპარატურულ პროცედურებთან კომბინაციაში.

კურსი მოიცავს 4-8 პროცედურას.

EMSCULPT NEO-ს, როგორც BTL-ის ყველა აპარატს, მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ხარისხის  და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის სიმბოლო – FDA სერტიფიკატი.

 

წინასწარი რეკომენდაციები:

  • ორგანიზმის ჰიდრატაცია
  • ჭარბოფლიანობის თავიდან ასარიდებლად დასამუშავებელი არის წინასწარი გაპარსვა
  • სასურველია კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც მოგცემთ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას
  • უშუალოდ პროცედურის წინ შესაბამისი ზონის ალკოჰოლით დამუშავება ტენიანობის, სუნამოს, საცხების მოსაშორებლად
  • სავალდებულოა სხეულიდან ყველა სახის მეტალის აქსესუარების, ასევე ელექტრონული მოწყობილობების მოშორება

 

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და გაუტკივარებას. აპლიკაციის ზონაში, თქვენ შეიგრძნობთ ინტენსიურ კუნთოვან შეკუმშვებსა და სითბურ ზემოქმედებას. პროცედურის მიმდინარეობისას შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი სიმხურვალე, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული! ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს იმისთვის, რომ მოხდეს სიხშირის რეგულირება.

 

მკურნალობის წარმატებულ შედეგს აქვეითებს:

  • თამბაქოს გამოყენება
  • ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება
  • კვებითი დარღვევები
  • მიმდინარე მედიკამენტოზური მკურნალობა
hlab
hlab
https://hlab.ge

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *